წინასწარი მონაცემებით, ხობში “ოცნების” კანდიდატმა, დავით ბუკიამ გაიმარჯვა

394

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხობში მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატმა დავით ბუკიამ გაიმარჯვა.

ცესკო-ს ინფორმაციით, 33 უბნის 100%-იანი მონაცემებით კანდიდატების მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

  • დავით ბუკია (ქართული ოცნება – N41) – 56.78 %
  • ბესიკ შენგელია (ნაციონალური მოძრაობა – N5) – 43.22%.