ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები იწყება. მუნიციპალიტეტში მიწების რეგისტრაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყება და 2024 წლის ოქტომბერში დასრულდება.
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგი ასეთია:
2022 წელი –ნოჯიხევი – მაისი; საჯიჯაო – ოქტომბერი; ბია – ოქტომბერი.
2023 წელი –ქარიატა – თებერვალი; პატარა ფოთი – თებერვალი; შუა ხორგა – თებერვალი; პირველი ხორგა – თებერვალი; ახალი ხიბულა – ივლისი; ძველი ხიბულა – ივლისი; ჭალადიდი – ივლისი; შავღელე – ივლისი; ხამისკური – ნოემბერი; ხეთა – ნოემბერი; ხობი – ნოემბერი.
2024 წელი –ახალსოფელი – თებერვალი; გურიფული – თებერვალი; ზემო ქვალონი – თებერვალი; თორსა-დღვაბა – თებერვალი; პირველი მაისი – თებერვალი; საგვიჩიო – ოქტომბერი; ქვემო ქვალონი – ოქტომბერი; ყულევი – ოქტომბერი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის სისტემურ რეგისტრაციას 2024 წლის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაასრულებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია არ შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და თვითმმართველი ქალაქების: თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, რუსთავსა და ფოთს.
სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.