“ვინც საჭიროა იცის” – ხობის მერობის კანდიდატი “ოცნებიდან” ფულის დარიგებაზე

776

“ვინც საჭიროა იცის, თქვენ არ გჭირდებათ” – ასე პასუხობს ხობის მერობის კანდიდატი, დავით ბუკია “ქართული ოცნებიდან” “მთავარი არხის” კითხვას, რა ფულს არიგებდა არჩევნების დღეს მანქანიდან. შესაბამისი ვიდეო მტკიცებულება “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ოპოზიციის ინფორმაციით, მერობის კანდიდატი თანხას სოფელ საჯიჯაოში მე-15 და მე-16-საუბნო საარჩევნო უბნებთან არიგებდა.

“საზოგადოებას პასუხს ჩვენ გავცემთ. არანაირი სურვილი არ მაქვს თქვენთან ურთიერთობის. საარჩევნო უბანთან არ ვიდექი”, – თქვა მერობის კანდიდატმა. 

მიუხედავად იმისა, რომ თავად მერობის კანდიდატი ფაქტს არ უარყოფს, “ქართული ოცნების” წევრები ამტკიცებდნენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯებოდა.