ჩუღურეთის რაიონში არაგვისპირელის ქუჩაზე ორდონიანი სკვერის კედლები პროფესიონალ მხატვრებმა ბავშვებთან ერთად მოხატეს.
“არაგვისპირელის სკვერიდან იშლება თბილისის ულამაზესი ხედები, აღნიშნული ტერიტორია წლების წინ მიტოვებული და ნაგავსაყრელად ქცეული იყო, მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და გამგეობის ინიციატივით თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერი მოეწყო, წელს კი ბავშვების დახმარებით კიდევ უფრო გავალამაზეთ“, – აღნიშნა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ჩუღურეთის რაიონში სკვერის კედელი მოიხატა.
ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქუჩაზე ორდონიანი სკვერის კედლები მოიხატა.მოხატვის პროცესში ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე პროფესიონალ მხატვართან და ბავშვებთან ერთად ჩაერთო. „არაგვისპირელის სკვერიდან იშლება თბილისის ულამაზესი ხედები, აღნიშნული ტერიტორია წლების წინ მიტოვებული და ნაგავსაყრელად ქცეული იყო, მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და გამგეობის ინიციატივით თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკვერი მოეწყო, წელს კი ბავშვების დახმარებით კიდევ უფრო გავალამაზეთ“, – აღნიშნა ზურაბ ჩიკვილაძემ.ბავშვებმა კედლები თბილისური ტიპის აივნიანი ეზოებით მოხატეს.
Posted by ჩუღურეთის რაიონის გამგეობა on ოთხშაბათი, 03 ივლისი, 2019