აფხაზეთის საჯარო სკოლისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის დარქმევა სურთ

749

ზუგდიდის საკრებულოს კომისიის სხდომაზე აფხაზეთის საჯარო სკოლისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის დარქმევაზე იმსჯელეს. ინფორმაციას ლაივორესი ავრცელებს.

“აფხაზეთის N1 საჯარო სკოლისათვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭების თაობაზე სკოლის სამეურვეო საბჭომ იმსჯელა, ჩვენთან სკოლის დირექცია შემოვიდა თხოვნით. ხვალ საკრებულოს სხდომაზე ვიმსჯელებთ ამ საკითხზე“, – განაცხადა საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ეკა კიფაიამ.

ოკუპირებული ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს მოკლეს. სასამართლომ რაშიდ კანჯი ოღლი დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო და 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2018 წლის იანვარს საქმეზე საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” პარტნიორ ორგანიზაციასთან, “ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან” თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა საჩივრით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საია საჩივარში ასაბუთებს რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებით გათვალისწინებული, სიცოცხლის და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებათა დარღვევას.