ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც მენეჯმენტს ხარიხიანად და დროულად გაატარებენ, დამატებით მიიღებენ ერთ მილიონამდე ლარს, დამატებით პროექტებისთვის, რაც მუნიციპალიტეტებში მენეჯმენტის ხარისხს გაზრდის, – ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამასთან, როგორც პრეზენტაციის მიმდინარეობისას ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, კახეთში 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯი 13 მილიონი ლარით გაიზარდა. მისივე თქმით, კახეთში 16 ახალი ამბულატორიის აშენება და 47 გარემონტება იგეგმევა. ამასთან, სკოლების რეაბილიტაციისთვის 7 მილიონი, ხოლო წყალმომარაგების რეაბილიტაციისთვის კი 6 მილიონია გამოყოფილი.