ქადაგიშვილი: კახეთში 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯი 13 მილიონი ლარით გაიზარდა

1182

კახეთში 2020 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯი 13 მილიონი ლარით გაიზარდა, – ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრეზენტაციაზე ძირითადად გზების, სასმელი წყლის, ამბულატორიების, სკოლების და ბაღების რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს.

“აქ ძირითადი 9 კომპონენტი გამოიკვეთა – გზები, წყალი, ბაღები, სკოლები, ამბულატორიები, სტიქიის პრევენცია და წყალმომარაგება. ეს არის ძირითადად განსახორციელებელი პროექტები. მაგალითად, წყალმომარაგებისთვის გამოყოფილია 6 მილიონი. ასევე, იგეგმება 16 ახალი ამბულატორიის აშენება და 47 გარემონტდება. სკოლების რეაბილიტაციისთვის 7 მილიონია გამოყოფილი. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი თანხები არის მობილიზებული მომავალი წლისთვის. 2019 წლიდან მოხდება მომავალი წლისთვის პროექტების შესყიდვა და სამშენებლო ტენდერების გამოცხადება. ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც ამ მენეჯმენტს ხარიხიანად და დროულად გაატარებენ, დამატებით მიიღებენ ერთ მილიონამდე ლარს, დამატებით პროექტებისთვის, რაც მუნიციპალიტეტებში მენეჯმენტის ხარისხს გაზრდის“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.