როგორი იქნება ონის ქუჩები რეაბილიტაციის შემდეგ

1228

ქალაქ ონში რამდენიმე დღეა ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოების პირველი ეტაპი, რომლის ღირებულებაც 1 440 000 ლარს შეადგენს ირინე სხირტლაძის და დ. აღმაშენებლის ქუჩაზე ღობეებისა და საფეხმავლო ბილიკების სრულ რეაბილიტაციას, ხიდის მოაჯირების შეცვლას, დეკორატიული განათებისა და გამწვანების ზოლის მოწყობას ითვალისწინებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “იერი” აწარმოებს და მერიის ინფორმაციით, მისი დასრულება მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე იგეგმება.