ა(ა)იპ “ბორჯომის დასუფთავების და კეთილმოწყობის” სამსახურს ახალი დირექტორი ჰყავს, მას გიორგი გელაშვილი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
გიორგი გელაშვილი მუშაობას დღეიდან 25 ივნისიდან შეუდგა. ის აღნიშნულ სამსახურში 2012 – 2015წწ-ში მუშაობდა, 2015 წლიდან კი ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დირექტორის მოადგილის პოსტი ეკევა.
გელაშვილმა დავით ზაალიშვილი ჩაანაცვლა, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა.