საბურთალოს რაიონში კიბეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1171

საბურთალოს რაიონის გამგეობამ მოსახლეობის თხოვნით, ორ მისამართზე – ცინცაძის ქუჩა N85-ისა და საირმის ქუჩა N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია განახორციელა.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გოთუას ქუჩა N20-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საერთო სარგებლობის კიბეს, რომლითაც მოსახლეობა შარტავას ქუჩაზე გადაადგილდება.

“სამუშაოების ფარგლებში, კიბეები მოპირკეთდა და უსაფრთხოების მოაჯირეები მოეწყო. სამუშაოები შპს “პასაჟი-საქართველომ“ განახორციელა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 74 484 ლარი გამოიყო. კიბის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ასევე, მაჭავარიანის ქუჩა N20-სა და კოსტავას ქუჩა N71-ის მიმდებარედ”, – განმარტავენ გამგეობაში.