რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ ტბასთან ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. სანაპირო ზოლი ტბის წყალმა დააზიანა. ტბის გასწვრივ, 50 მეტრი სიგრძის მონაკვეთის გამაგრება რკინა-ბეტონის ფილებით ხდება.
სამუშაოებს რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფა’’ ახორციელებს.