თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

1175

მთავრობის დადგენილებით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმარციას კახეთის ხმა ავრცელებს.

როგორც სასწავლო დაწესებულებაში აცხადებენ, რეაბილიტაცია თესაუს I სასწავლო კორპუსს ჩაუტარდება.

“ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია კორპუსის ლიფტით აღჭურვა, აუდიტორიების კეთილმოწყობა, ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა, ადაპტირებული გარემოს შექმნა და სხვა. თესაუს რეაბილიტაცია 2 ეტაპად ჩატარდება: პირველი ეტაპი 2019 წლის ბოლოს, მეორე ეტაპი კი, 2020 წელს დასრულდება. მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხის პარალელურად, სამუშაოების ნაწილს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დააფინანსებს”,-აცხადებენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.