მესტიის მერიის ერთ-ერთი ავტომანქანა ეპარქიას ემსახურება

898

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ავტოპარკში სულ 19 ავტომანქანაა. მათგან 12 დაზიანებულია და აღდგენას არ ექვემდებარება. ოფიციალური ინფორმაციით, იმ შვიდ ავტომანქანას შორის, რომლითაც საჯარო მოხელეები გადაადგილდებიან, ხუთი ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოა. ერთი ტოიოტა ჰაილუქსი, ერთი კი ლექსუსის მარკის ავტომანქანა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოთაგან ერთით მესტიის და ზემო სვანეთის ეპარქია სარგებლობს.

ავტომანქანათაგან ყველაზე ძველი 2004 წლის გამოშვების, ლექსუსის მარკის ავტომანქანაა, რომლითაც საკრებულოს თავმჯდომარე გადაადგილდება.

2005 წლის გამოშვების ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მართავს. ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოთი გადაადგილდება მესტიის მერიც. მისი მოადგილე ტოიოტა ჰაილუქსით.

კიდევ ორ ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოს, მერის მოადგილე და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მართავენ.