ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

872

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო, მიზეზი მერიისა და მუსლიმი თემის შეხვედრაა. ბათუმის მერიამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ 21 ივნისს გააცნოს მუსლიმ თემს მათი წინადადებები, ხოლო 8 ივლისს უკვე ქალაქის მერი შეხვდება მათ და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მოსამართლემ მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა, როგორც მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ თქვა, საბოლოო გადაწყვეტილებას მაქსიმალურად სწარაფად მიიღებს.

მორიგი სხდომის თარიღი შეხვედრის შედეგზეა დამოკიდებული. სწორედ შეხვედრების შემდეგ გავა სასამართლო გადაწყვეტილების გამოსატანად და დაადგენს, დაარღვია თუ არა ბათუმის მერიამ მუსლიმების უფლება, როცა მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვა არ გასცა.

ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების უფლებას მუსლიმები წლებია ითხოვენ. თავდაპირველად ისინი სახელმწიფოს მიწის გამოყოფას სთხოვდნენ, 2017 წელს კი მიწის ნაკვეთი თავად შეიძინეს, სადაც მეჩეთის აშენებას გეგმავდნენ, თუმცა ბათუმის მერიამ ამ ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვაზე უარი უთხრა, რაც მუსლიმმა თემმა სასამართლოში გაასაჩივრა, ისინი დისკრიმინაციულ მოპყრობაზე საუბრობენ.