რა დარღვევები აღმოაჩინა სახელმწიფო აუდიტმა ხულოში

957

“ქართული ოცნების აქტივისტები“ მმართველი გუნდის წინააღმდეგ. საქმე სახელმწიფო აუდიტის მიერ, გასულ წელს გამოქვეყნებულ დასკვნას ეხება, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტში 2016-2017 წლებში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებსა თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში არსებულ ხარვეზებზეა საუბარი. ადგილობრივები პროკურატურისგან რეაგირებას ითხოვენ. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

“ქართული ოცნების“აქტივისტი ვაჟა ზოიძე ერთ- ერთია, რომელიც განცხადებას ხელს აწერს. კურორტ ბეშუმის ადმინისტრაციის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ სასმელი წყლის სისტემა, ასფალტი და სანიაღვრე არხები უხარისხოდ გაკეთდა, ამის მიუხედავად ზოიძის მტკიცებით, მერიამ სამუშაოები მაინც ჩაიბარა.

ოთარ წულუკიძე უსამართლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ არაკომპეტენტური კადრები მაღალ თანამდებობაზე ინიშნებიან, ამის შედეგად კი ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება.

აუდიტის დასკვნით, ცხრა სახანძრო ჰიდრატიდან ბეშუმში შვიდი არ იყო დამონტაჟებული, გარდა ამისა, რეზერვუარებზე არ არის შესრულებული გრუნტის სამუშაოები და დაზიანებულია წყალსადენი ჭები. რაც შეეხება ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაციას, ირკვევა, რომ შ.პ.ს “დავითის“ მიერ სანიაღვრე არხები არასათანადოდ შეკეთდა. დაზიანებულია გზის გარკვეული მონაკვეთებიც. 2016 წელს, მერიაში მიღება-ჩაბარების კომისიის თავმჯდომარე თამაზ აბაშიძე იყო, რომელიც, ამ დროისთვის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. ეს უკანასკნელი გვარწმუნებს, რომ კომისიას არ ხელმძღვანელობდა, შესაბამისად, პასუხისმგებლობას გაურბის. იგი  TV25-ს არც კომენტარზე დათანხმდა.

ასევე, აუდიტის დასკვნაში წერია, რომ მზა ბეტონის სახემწიფო შესყიდვები გარიგების რისკს შეიცავს. რაც შეეხება საკრებულოს წევრების, 2016-2017 წლების ხარჯების ანაზღაურებას – მითითებულია, რომ საკანონდებლო ორგანოს არაანაზღაურებად წევრებს, აღნიშნულ პერიოდში 148 ათას 769 ლარი აქვთ მიღებული, რაც არამიზნობრივად ჩაითვალა.

ხულოს მერი აუდიტის მიერ აღმოჩნელის ხარვეზებს ეთანხმება. ვახტანგ ბერიძემ რეკომენდაციების შესრულების მიზნით კომისია უკვე შეცვალა.

2016-2017 წლებში ხულოს მერიას სულ 589 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, აქედან 390 ელექტრონული ფორმით, 199 კი გამარტივებული შესყიდვის სახით.