ბათუმში ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში 32 ქუჩა მოწესრიგდება

1237

ბათუმში ე.წ. ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში 32 ქუჩა, ჩიხი და შესაზვევუ მოწესრიგდება.

“ჭაობის ქუჩების რეაბილიტაცია ერთ-ერთი მსხვილი პროექტია, რომელსაც ქალაქის მასშტაბით ვახორციელებთ. წესრიგდება 32 ქუჩა, ჩიხი და შესახვევი. ამჟამად, ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, სულაბერიძიდან თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე KfW-ს პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გადაადგილების მხრივ შეზღუდვებია, რისთვისაც მოქალაქეებსა და მძღოლებს ბოდიში მინდა მოვუხადო”, – განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ე.წ. “ჭაობის“ ქუჩების რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, სულაბერიძიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში კი უკვე მოეწყო ბორდიურები, ხოლო სულაბერიძიდან თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა.

სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და 2020 წლის აპრილში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 4 982 773,39 ლარს შეადგენს.