ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 10 მილიონის დახარჯვა იგეგმება

752

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თონიკე რიჟვაძის თქმით, ტურისტული რეგიონისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ არსებული პრობლემების მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ პრობლემის გადაჭარა აქტიურად მიმდინარეობს.

“აჭარაში ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. დღეს დავათვალიერეთ ორთაბათუმი – ბარცხანის მონაკვეთი, რომელიც სულ რამოდენიმე დღეში დასრულდება, ამ მიმართულებით წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ჩვენ გვექნება თანამედროვე გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოემსახურება მოსახლეობის ინტერესებს “ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბარცხანა-ორთაბათუმი-ყოროლისთავის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 1.3 კმ სიგრძის ასფალტის საფარის დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე არხები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ხიდს. სამშენებლო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 887 996 ლარია გამოყოფილი.