გლდანის მეხუთე მიკრორაიონში მდებარე N17-24 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, ავტოფარეხების მეპატრონეების გადაწყვეტილებით, 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს.
როგორც გლდანის რიონის გამგეობაში განმარტავენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სკვერი გაფართოვდება და მოსახლეობასთან შეთანხმებით, საზოგადოებრივი სივრცე მოეწყობა. მათივე ცნობით, რეკრეაციული სივრცე, დაახლოებით, 9 000 კვ.მ ფართობზე განთავსდება.
“სამუშაოების შედეგად, ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, გარეგანათება და სარწყავი სისტემები მოეწყობა. ასევე, დაითესება ბალახი და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება.
სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯეო პარკი“ აწარმოებს. სკვერის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 496 842 ლარია გათვალისწინებული”, – აცხადებენ გამგეობაში.