სოფელს ალვანის მოსახლეობა სამუშაო ჯგუფს ქმნის, რომელიც თუშეთის გზის გაწმენდას დააკვირდებია. ამის შესახებ ალვანის მოსახლეობის წარმომადგენლებმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
გუშინ გამართული ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ მოსახლეობასა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ნაწილობრივ შედგა. ალვანელებმა განმარტეს, რომ სამუშაოებს დააკვირდებიან და თუ პრობლემა მალე არ მოგვარდება პროტესტს გააგრძელებენ.
ამასთან, საგზაო დეპარტამენტი და ტენდერში გამარჯვებული კომპანია “არილი” დღეიდან ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე დამატებით მძიმე ტექნიკას შეიყვანენ. ასევე, საქონლის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის სპეციალურ ბილიკს მოაწყობენ.