საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაების შედეგად, წყლის დონემ დაიწია და ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგა.
მათივე ცნობით, ამ დროისათვის გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის.
პარალელურ რეჟიმში გრძელდება სტიქიური მოვლენებით წარმოშობილი ტბის წყლის დონის დაკლებისა და გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები.