არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობას და მისგან ითხოვენ, წარმოადგინოს მკაფიო ხედვა და სამოქმედო გეგმა ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის საკითხებზე.
როგორ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა, კონკრეტულად, რა პრობლემებს ხედავენ არასამთავრობო ორგანიზაციები და რა პასუხი აქვს ხელისუფლებას ამ პრობლემებთან დაკავშირებით, ამ საკითხებზე რადიო “თავისუფლების” ეთერში საქართველოს მედია-კლუბის თავმჯომარე, ვებპორტალ “თვითმმართველობის დროას” რედაქტორი, მაგდა პოპიაშვილი საუბრობს.