რაჭას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომლის გამოყენებისთვის ხელისუფლება ბევრი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რაც რეგიონის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს, ეს კი პირდაპირ აისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრის მიმდინარეობისას ზაზა გაბუნიამ რეგიონების განვითარებასა და დეცენტრალიზაციის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრას მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მხარის რწმუნებულ არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ამბროლაურის სოფელ გოგოლათს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიენიჭა. წლის ბოლომდე კი რაჭაში ძველი სკოლების რეაბილტაცია და ახლების მშენებლობა იგეგმება.