ქუთაისის საკრებულოს წევრი, რომელმაც ბლოგერის გარდაცვლილ დაზე პოსტი გამოაქვეყნა, მანდატს ტოვებს

1314

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატს, სავარაუდოდ, ორშაბათს დატოვებს. ამის შესახებ მან “ტელეკომპანია იმედთან” განაცხადა.

მისი თქმით, მან არ იცოდა სალომე ბარკერის ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შესახებ და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული პოსტი არ იყო მიზანმიმართულად დაწერილი. კოსტავა მომხდარის შესახებ თავის წილ პასუხისმგებლობას იზიარებს და ამბობს, რომ ამ დრომდე ყველა დაკავებული პოსტი უკვე დატოვა.

როგორც კოსტავა ამბობს, საკრებულოს მანდატის დატოვების შესახებ ოფიციალურად წერილობით მომდევნო კვირაში მიმართავს.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ნანა კოსტავა მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო ფრაქცია “ქართული ოცნება -კონსერვატორების ” თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, მისი გადაყენება საკმარისი არ არის, რის გამოც მის იმპიჩმენტს ითხოვენ.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას თქმით კი, არ აპირებს, ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში იმუშაოს.

ხოლო, როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ნანა კოსტავას მიერ გაკეთებული განცხადებები მისთვის და მისი ტანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა.