ბათუმის მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი დაიწყო.
როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობა საბიუჯეტო პროცესის ნაწილში და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავება. მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე პროექტის ბიუჯეტი 120 000 ლარს შეაგდენს. ხოლო, მოქალაქეების მონაწილეობით დაგეგმილი ბიუჯეტის წილი ეტაპობრივად გაიზრდება.
“️ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს, ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს შეუძლია გადაწყვიტოს, რა პროექტებს მოხმარდეს აღნიშნული თანხა. მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების არეალი უნდა ექცეოდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში”, – ამბობენ მერიაში.
მათივე თქმით, პროექტში ჩასართველად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა, რომელიც ამ ეტაპისთვის, შესაძლებელია ბათუმის მერიის შენობაში ან ბათუმის მერიის ნებისმიერ სერვისცენტრში. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საპროექტო იდეია ელექტრონულად 15 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით ქალაქ ბათუმის მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონულ პლატფორმაზე www.idea.batumi.ge -ზე ან მერიის სერვისცენტრებში დაარეგისტრირონ.
ხოლო, რაც შეეხება იდეებს საბჭო 10-დან 15 ივნისის ჩათვლით შეარჩევს, შემდეგ კი შერჩეული პროექტებისთვის ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 15-დან 30 ივნისის ჩათვლით, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა, რაც ბათუმში ახალი პროექტი – “დაგეგმე ვიზიტი ქალაქის მერთან“ ამოქმედდა.