ქალაქ ბორჯომის ქუჩებში ტროტუარებს აწესრიგებენ. როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, ქვაფენილსა და ასფალტის საფარს ცვლიან.
“ამ ეტაპზე სამუშაოები რუსთაველისა და გამსახურდიას ქუჩებზე აქტიურად მიმდინარეობს. თორისა და მესხეთის ქუჩებზე კი რამდენიმე დღის წინ დასრულდა. აღნიშნული სამუშაოებისთვის საჭირო თანხები მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოიყო”,- განმარტავენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.
▶ ქალაქ ბორჯომის ქუჩებში საფეხმავლო ბილიკებს რეაბილიტაცია უტარდება.პროექტის ფარგლებში ეწყობა, როგორც ქვაფენილი ასევე…
Posted by ბორჯომის მუნიციპალიტეტი Borjomi Municipality on ოთხშაბათი, 22 მაისი, 2019