ვაკის რაიონში ათამდე დასასვენებელ სივრცეს აკეთებენ. როგორც გამგეობაში აცხადებენ, სხვადასხვა უბანში პროექტების განხორციელება გამგეობის მიერ მოსახლეობასთან კომუნიკაციის პარალელურად დაიწყო.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, სამუშაოები პოლიტკოვსკაიას N41ა-ში, ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის N15 კორპუსის, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ, ყაზბეგის N49-ში, ასევე, წყნეთში, “გ ზონაში“ მიმდინარეობს.
დაგეგმილ პროექტებს შორის კი ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-16 კორპუსების, აბაშიძის N22-24-ის, ნუცუბიძის V მიკრორაიონის N8 კორპუსის, მოსაშვილის N9 და ფალიაშვილის N10-ის მიმდებარე ტერიტორიებია.
პროექტების თანახმად, დასასვენებელ სივრცეებში, ურბანული ავეჯი, საბავშვო გასართობი მოედნები, განათებისა და სარწყავი სისტემები და სხვადასხვა სახეობის მცენარეები გაკეთდება. დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობას შპს “ინტერტექნოლოგი“ ახორციელებს.
აღნიშნული პროექტების გარდა, სამ მისამართზე შესაბამისი სამუშაოები უკვე ჩატარდა.