ქალაქ წნორში თავისუფლების ქუჩის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, 960 მეტრზე ასფალტო-ბეტონის გზის საფარი და ბორდიურები მოეწყობა. ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასზე 423 350 ლარი დაიხარჯება.
თავისუფლების ქუჩის გზის რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდება.