სამგორის რაიონში სხვადასხვა მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციებს ცვლიან

713

სამგორის რაიონში სხვადასხვა მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციებს ცვლიან. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამჟამად სამუშაოები ქვემო სამგორში, წმინდა ბარბარეს უბანში მიმდინარეობს.

“წმინდა ბარბარეს N193-დან ნაკადულის ქუჩის პირველ გასასვლელამდე 650 გრძივი მეტრის სიგრძის სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. პროექტის განსახორციელებლად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 127 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კონტრაქტორი ამხანაგობა “ენკა“ ახორციელებს. ქსელის მოწყობა თვის ბოლომდე დასრულდება”, – განმარტავენ გამგეობაში.

აღნიშნული პროექტის გარდა, ამჟამად, სამგორის გამგეობა სანიაღვრე ქსელების მოწყობას ვარკეთილის მეორე რიგსა და ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში, N178 სკოლის მიმდებარედ ახორციელებს.