ქალაქ სიღნაღში ჭავჭავაძის, კვერნაძის, აბრამიშვილის, ბარათაშვილის I შესახვევის ქუჩების და საყრდენი კედლების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას სიღნაღის გამგეობა ავრცელებს.
ამ დროისთვის ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული რიყის ქვის საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს, რის შემდეგაც გრანიტის ქვა დაიგება. კვერნაძის და ბარათაშვილის ქუჩაზე რკინა-ბეტონის, ხოლო აბრამიშვილის ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის გზის საფარი მოეწყობა. ასევე, გორგასლის და წმ. გიორგის ქუჩაზე გზის საყრდენი კედლები გაკეთდება.
პროექტი, რომელიც ქალაქის ქუჩების ნაწილს მოიცავს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ღირებულებაც 234 970 ლარია.
სიღნაღის ქუჩების რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება.