სამშენებლო მტვერში გახვეული აბასთუმანი – როგორ ხვდება სეზონს კურორტი

1401

15 მაისს აბასთუმანში ტურისტული სეზონი გაიხსნა, თუმცა ადგილობრივები შიშობენ, რომ კურორტში მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, წელს ცოტა დამსვენებელი ეყოლებათ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

კურორტს ყველაზე მეტი დამსვენებელი მაისსა და ივნისში სტუმრობს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ დამსვენებლების ჩასვლას, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასთან ერთად, სამშენებლო პროცესებიც შეაფერხებს.

წელს პირველად ტურისტული სეზონი აბასთუმანში საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. 15 მაისს კურორტის ცენტრალურ პარკ “როშაში“ გამართულ ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად, ადიგენის და რეგიონის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

“15 მაისი დაწესდება აბასთუმანში ტურისტული სეზონის გახსნის დღედ. ვფიქრობ, რომ სეზონის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება კურორტისთვის, რადგან ეს ერთ–ერთი გამორჩეული ადგილია ტურისტების“,– ამბობს ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე.

მისი თქმით, აბასთუმანი ძალიან მალე ყველასთვის მიმზიდველი კურორტი გახდება.

შეგახსენებთ, რომ აბასთუმანში, კურორტის ცენტრალურ ქუჩაზე 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. გარდა ამისა მიმდინარეობს სასტუმროების მშენებლობაც.