ქუთაისის მერიამ ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მონაცემების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს წარუდგინა. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტში სამჯერ განხორციელებული ცვლილების შედეგად, ამჟამად ქუთაისის ბიუჯეტი 75 082 000 ლარს შეადგენს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელს, სამსახურის ინფორმაციით, იანვრიდან მარტის ჩათვლით ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლებმა ნაშთის გარეშე 12 500 000 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლების 17-18 პროცენტია, ხოლო ნაშთის გარეშე შემოსავლებმა 15 671 000 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლების 22 პროცენტია. ამასთან, წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა ხარჯი დაფინანსდა.
ქუთაისის ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტს ინფრასტრუქტურული სამუშაოები წარმოადგენს. ასევე, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი საბიუჯეტო ორგანიზაციების შენახვას ხმარდება, ხოლო გარკვეული ფინანსები სოციალურ პროექტებზე იხარჯება.