ზესტაფონის სოფელ დილიკაურში სკოლის რეაბილიტაციას 1.5 მილიონამდე ლარი მოხმარდა

1326

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურში ახლადრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. სკოლა 250 მოსწავლეზე გათვლილი. სამუშაოების ღირებულება კი, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, 1 425 115 ლარს შეადგენს და განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ზედა საქარას სკოლაშიც.

“300 მოსწავლეზე გათვლილი, ზედა საქარის თანამედროვე სკოლის შენობის რეაბილიტაცია მაღალი სტანდარტების სამშენებლო მასალების გამოყენებით ხორციელდება და 2020 წელს დასრულდება. ხოლო, სოფელ არგვეთაში 240 მოსწავლეზე გათვლილი ახალი შენობის მშენებლობა ახლო მომავალში დაიწყება და ასევე 2020 წელს დასრულდება.  მშენებლობაზე 3 655 246 ლარი დაიხარჯება”, – აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.