საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთათვის კორპუსების მშენებლობის დათვალიერებისას განაცხადა, რომ ზუგდიდში მიმდინარე წლის შემოდგომიდან საცხოვრებელი ბინებით 720 ოჯახი დაკმაყოფილდება.
“ამ ქუჩაზე ექვსი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს და ჯამში 720 ოჯახი დაკმაყოფილდება მიმდინარე წლის შემოდგომიდან, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ სახეზეა აქტიური სამშენებლო პროცესი”.
დევნილთათვის სახლების მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ხორციელდება.