საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტზე და დაფინანსების საკითხზე ისაუბრეს.
ხაშურის პროექტის შეფასების ტექნიკურ შემსწავლელ მისიას საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, წყლისა და წყალარინების პროექტების მენეჯერი, სილვე რუზო ხელმძღვანელობს. ფრანგული მხარე ხაშურში, ადგილზე გაეცნობა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების არსებულ მდგომარეობას.
შეფასების მისია კომპანიის მიმდინარე პროექტებით და საინვესტიციო გეგმებით დაინტერესდა. გიორგი კობერიძემ სტუმრებს წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.