ქედის სასპორტო სკოლისთვის გურამ ჯიჯავაძის სახელის მინიჭებას ითხოვენ

819

ელექტრონული პეტიციის ვებფორმატით ქედის მუნიციპალიტეტში, კიდევ ერთი პეტიცია დარეგისტრირდა. 200-მდე ხელმომწერი ქედის სასპორტო სკოლისთვის, გურამ ჯიჯავაძის სახელის მინიჭებას ითხოვს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო და დეპუტატების მხარდაჭერის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურები დაიწყება.

გურამ ჯიჯავაძე ქედაში მცხოვრები დამსახურებული მწვრთნელი, აჭარის ჩემპიონი და რესპუბლიკური ტურნირის პრიზიორი იყო.

შეგახსენებთ, რომ ელექტრონული პეტიციის ამოქმედებიდან ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ორი პეტიციაა დარეგისტრირებული.