ფოთის მერია სპორტულ-კულტურული აქტივობებისთვის 21 683 ლარს დახარჯავს

1034

ფოთის მერიამ სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის ჯამში 21 683 ლარი გამოყო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

კერძოდ, სპორტული აქტივობებისთვის 13 981 ლარი უნდა დაიხარჯოს. ამ თანხის ფარგლებში მოეწყობა ზურაბ სარსანიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში, ქალაქ ფოთის ღია პირველობა თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატა საბაიდარო და კანოეთ ნიჩბოსნობაში და ომარ ბერაიას სახელობის რეგატა აკადემიურ ნიჩბოსნობაში.

ხოლო კულტურული ღონისძიებებისთვის მერიამ 7 702 ლარი გამოყო. მათ შორის, ეს თანხა განკუთვნილია ბოლო ზარის ღონისძიების მომსახურებასა და ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის ღონისძიებებისთვის.

სახელმწიფო შესყიდვა ორივე შემთხვევაში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ხორციელდება.