საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთაში დევნილთათვის 2 კორპუსის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5.5 მილიონი ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ 120 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები ახალ კორპუსებში გადაეცემა.
“სამუშაოები ითვალისწინებდა 2 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას და გარეგანათების მონტაჟს. ორივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის”, – განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
გარდა ამისა, დევნილთა საცხოვრებელი სახლებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, წყალტუბოსა და ზუგდიდშიც აშენებს. ამ პროექტების განხორციელების შემდეგ საცხოვრებელ ბინას 3 700-ზე მეტი ოჯახი მიიღებს.