რუსთავში დავით აღმაშენებლის გამზირსა და ქუთაისის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, ქუთაისის ქუჩაზე 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ქვაფენილი, 637 გრძივ მეტრზე ბორდიური, 3 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი ასფალტ/ბეტონის საფარის განახლება მიმდინარეობს.
პროექტის ღირებულება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, 267 511 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება დავით აღმაშენებლის გამზირს, აქ მოდებაძის ქუჩიდან მე-12 მიკრორაიონამდე, საავტომობილო გზის გასწვრივ ქვაფენილს, ბორდიურებსა და ველობილიკს აკეთებენ. ამავე პროექტის ფარგლებში კი, მე-16 მიკრორაიონში ტროტუარების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ხოლო, N6 დაN2 საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებულ გზის მონაკვეთზე, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 183 776 ლარით ფინანსდება.
ქუთაისის ქუჩაზე და დავით აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაისში დასრულდება.