რუსთავში მარცხენა სანაპიროზე დავით გარეჯის ქუჩის გაგრძელებისა და გაგარინის ქუჩის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ახალი სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები და ბორდიურები მოეწყობა, გზის სავალ ნაწილზე კი ახალი, ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. სატენდერო ხელშეკრულების პირობებით, სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.
პროექტის ღირებულება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, 2 676 892 ლარს შეადგენს. სატენდერო ხელშეკრულების პირობებით, სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.
როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, დავით გარეჯისა და გაგარინის ქუჩების ამ მონაკვეთზე, საფარის დაზიანება მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობამ გამოიწვია. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებულა.