ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის აღმასრულებელ სააგენტოსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც მერიაში აცხადებენ, შეხვედრაზე პროექტის მიმდინარეობაზე, განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
ამასთან, დეტალურად განიხილეს პროექტის III-IV ფაზების სამუშაოები. მათ შორის, ჩაქვის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის, ჯავახიშვილისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობის, ჩაქვის გადამცემი მაგისტრალის რეაბილიტაციისა და ადლიის, აეროპორტის, კახაბერის, ხელვაჩაურის, მწვანე კონცხისა და მახინჯაურის წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის საკითხები.
მერიის ინფორმაციით, ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის აღმასრულებელ სააგენტოსთან სამუშაო შეხვედრები რეგულარულად იმართება.