ქუთაისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში პრესის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გამარჯვების მოედნამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
“მოძრაობა შესაძლებელი იქნება ლაღიძის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე, რომელიც რუსთაველის გამზირს გამარჯვების მოედანთან შეუერთდება.
ბარათაშვილის ქუჩის ბოლოდან, რუსთაველის მე-9 და ბარათაშვილის მე-7 შესახვევამდე მოძრაობა ორმხრივი იქნება. ქალაქის ცენტრის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი გახდება ბარათაშვილისა და ამავე ქუჩის მე-7 შესახვევიდან.
სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას გველესიანისა და ნოდარ დუმბაძის ქუჩის კვეთამდე შეძლებენ გრიშაშვილის მიმართულებით. აღნიშნულ პერიმეტრზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება”, – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.