ქუთაისში რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დრო გახანგრძლივდა

2815

წინა სტატია

ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადები შეიცვალა. სატენდერო დოკუმენტაციით, ირკვევა, რომ კომპანია “ორიენტირმა” დამატებით ოცდღიანი ვადა ითხოვა. სამუშაოები აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულებულიყო, ახლა კი სამუშაოების დასრულების ვადად 15 სექტემბერია მითითებული. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ დროის განახგრძლივება გაერთიანებული წყალმომარაგების გაერთიანების ქვეკონტრაქრაქტორი კომპანიის SMK-ს დაგვიანებულმა მუშაობამ გამოიწვია.

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დააგვიანა სამუშაოები. ამ შეფერხების გამო მოხდა ვადის გახანგრძლივება, პროექტში მხოლოდ ოცდღიანი ცვლილება შევიდა”, -განაცხადეს მერიაში.

მათი თქმით, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და მხოლოდ ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3.7 მილიონი ლარი გამოყო. სამუშაოებს შპს “ორიენტირი” ახორციელებს.  რეაბილიტაციის პროცესი აპრილში დაიწყო.