ბორჯომის სოფლების იმ უბნებში, სადაც აქამდე გარეგანათება არ არსებობდა, LED სანათებს ამონტაჟებენ

649

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების იმ უბნებში, სადაც აქამდე გარეგანათების ქსელი არ არსებობდა, LED სანათებს ამონტაჟებენ.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ადგილობრივი დაფინანსებით, დასახლებებს ჯამში 406 ლამპიონი დაემატება.

“პროექტის მიხედვით, ენერგოეფექტური LED სანათები სოფლების იმ უბნებში დამონტაჟდება სადაც, გარეგანათება მანამდე არ ყოფილა. ლედ სანათები, ეკონომიურობით გამოირჩევა და მნიშვნელოვნად შეამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას.

სამუშაოები, რომელსაც ა(ა)იპ “ბორჯომის გარე განათების“ სამსახურის თანამშრომლები აწარმოებენ, თვის ბოლოსთვის დასრულდება”, – განმარტავენ მერიაში.