საქართველოს შვიდმა მუნიციპალიტეტის მერმა 5 აპრილს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დეკლარაციას სახელწოდებით- “სკოლამდელი განათლება – ჩვენი პრიორიტეტული სოციალური ანაგრიშვალდებულება” ხელი მოაწერა.
დეკლარაციის ინიციატორები რუსთავის, ბაღდათის, გარდაბნის, მარენულის, თიანეთის, დუშეთის და ოზურგეთის მერები არიან, რომელთაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების მნიშვნელობას და სფეროს განვითარების ხელშეწყობისთვის მზაობას ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.
“ინიციატივის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს სკოლამდელმა ეროვნულმა ასოციაციამ, რომელიც თავის მხრივ პროექტის “საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესების მეშვეობით” ფარგლებში 2018 წელს დაფუძნდა.
დეკლარაციას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროს სხვადასხვა მიმართულების განვითარებისა და გაუმჯობესების კუთხით. იგი ღიაა საქართველოს სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის, რომელთა მიერთებაც დეკლარაციაზე ნებაყოფლობით, ეტაპობრივად მოხდება”, – აცხადებენ საერთაშორისო ასოციაცია “Civitas Georgica-ში”.
აღნიშნული პროექტი, რომლის ფარგლებშიც დეკლარაციას ხელი მოეწერა ორგანიზაცია “გადავარჩინოთ ბავშვების” (Save the Children) და საერთაშორისო ასოციაცია “Civitas Georgica-ს“ მიერ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.