ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, ავტობუსები შეცვლილი მიმართულებით იმოძრავებენ

920

წინა სტატია

ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ავტობუსები შეცვლილი მიმართულებით მოძრაობენ. სამარშრუტო მიმართულებების ცვლილება 5 ხაზზე განხორციელდა. ავტობუსები შეცვლილი მიმართულებით სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე იმოძრავებენ.

მარშუტის ცვლილება N1, N1ა, N4, N8 და N15 ავტობუსებს შეეხოთ.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, მაიაკოვსკის ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. მათივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 4  700 000 ლარს შეადგენს.