“მდგრადი მიწათსარგებლობის პრაქტიკის დანერგვა სასოფლო ტერიტორიებზე”- პროექტის ფარგლებში, დედოლფისწყაროში, ქარსაფარი ზოლი გაშენდა. აქცია გაუდაბნოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. პირველ ეტაპზე, დეგრადირებულ 25 კილომეტრიან მონაკვეთზე 100 ძირი ხე დაირგო. აქციაში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, კახეთისა და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფარსტუქტურის სამინისტროების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ფერმერებმა მიიღეს. პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი რეგიონული ცენტრის, გარემოს გლობალური ფონდისა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!