წყალტუბოს სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს

716

წინა სტატია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი 6 სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 28 მილიონ ლარზე მეტია.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდიში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ 420 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა.

პროექტი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, გარეგანათების, სათამაშო მოედნის, ავტოსადგომის,  პანდუსებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის ახალი საფარი.

საცხოვრებელი ბინები კი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. გარდა 6 საცხოვრებელი ბინისა მგფ-ი სოფელ გვიშტიბში, ასევე, 2 საცხოვრებელი სახლის დაწყებულ მშენებლობას დაასრულებს, რომელზეც ტედერი უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს შეფასების პროცედურები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც ახორციელებს.