ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სამი თვის განმავლობაში, სოციალური პროგრამების ფარგლებში, 447 470 ლარის დაფინანსება გასცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
იანვრის, თებერვლისა და მარტის მონაცემებით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა 967 ბენეფიციარი დააფინანსა.
კერძოდ, 296 658 ლარი 436 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, ხოლო მედიკამენტების შესაძენად კი 307 ბენეფიციარი 52 962 ლარით დაფინანსდა.
მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს, ასევე, ოთხ და მეტშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა და დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა.