ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში, N31 კორპუსის წინ, ახალი სტადიონის მოწყობა დასრულდა. როგორც გამგეობაში აცხადებენ, 500 კვ.მ ფართობის ხელოვნურ საფარიანი მოედანი ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სტადიონზე კალათბურთის ფარები დამონტაჟდა და გარეგანათების სისტემა მოეწყო. სამუშაოები, რომელიც სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 68 600 ლარით დაფინანსდა კომპანიამ შპს”პარმა“ შეასრულა.
ასევე, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კიდევ ერთი ახალი სპორტული მოედნის მოწყობა ვარკეთილის მეორე რიგში, N176 საჯარო სკოლის მიმდებარედ, რომელიც გამგეობის ინფორმაციით მაისის ბოლოს გაიხსნება.