ხაშურის მერის მოადგილედ ზურაბ როსებაშვილი დაინიშნა

1491

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი გურასპაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მერის მოადგილედ ზურაბ როსებაშვილი დაინიშნა.

ზურაბ როსებაშვილი გორის წინა მოწვევის საკარებულოს თავმჯდომარის მოადგილე და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიც იყო.

შეგახსენებთ, აღშნული პოსტი ვაკანტური მას შემდეგ, რაც 29 მარტს ხაშურის მერის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე თანამდებობიდან გადადგა.  ხაშურის მერის გიორგი გურასპაშვილის განცხადებით, ჩხიტუნიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.